აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ დააწესა 25%-იანი ტარიფი უცხოური წარმოების მანქანების იმპორტზე.

ტრამპმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ 25%-იანი ტარიფი გავრცელდება "ყველა მანქანაზე, რომელიც არ არის წარმოებული აშშ-ში." მისი თქმით, ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ნაწილები ამერიკაში მზადდება, ეს ნაწილები არ დაიბეგრება ან ტარიფი არ შეეხება. ბევრი მანქანა აგებულია ნაწილებით, რომლებიც რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება მანქანის აწყობამდე.

"უმეტესწილად, ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვევს მანქანების დამზადებას ერთ ადგილას," - თქვა ტრამპმა.

ის მიიჩნევს, რომ ტარიფები წაახალისებს ავტომობილების უცხოელ მწარმოებლებს, გადაიტანონ წარმოება შეერთებულ შტატებში და გაზარდონ სამუშაო ადგილები გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ამავდროულად, ტარიფებმა შეიძლება გამოიწვიოს მანქანების უფრო მაღალი ფასები, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მწარმოებლებისთვის გარკვეული ნაწილების შემოტანის ღირებულება.

"დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გამოიწვევს საავტომობილო ინდუსტრიის უზარმაზარ ზრდას," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.