დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩაფრინდა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხილვისთვის.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, რომ ელჩის მოსკოვში ვიზიტი არის აშშ-ის მცდელობა დაითანხმოს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე.

"ვიტკოვის მოგზაურობა არის ჩვენი მცდელობის ნაწილი, რათა "ზეწოლა მოვახდინოთ" რუსეთს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე და შეაჩეროს მისი სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ," - განაცხადა კაროლინ ლევიტმა.

ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა და დასძინა, რომ "კონტაქტები დაგეგმილია". პესკოვის თქმით, რუსეთი არ განიხილავს წინასწარ არაფერს მოლაპარაკებებზე და ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა თუ შედგება.