აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში ჩავა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით,   მოსალოდნელია, რომ აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზეამერიკის პრეზიდეწნტის  სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ორშაბათს მოსკოვში გაემგზავრება. 

მისი რუსეთის დედაქალაქში გამგზავრება - სადაც ის, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება - ფლორიდაში ვიტკოფის, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და ჯარედ კუშნერის მაღალი დონის უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა.

რუბიომ ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პროგრესი მიღწეულია, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი.

მან თქვა, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირებს „სხვადასხვა ხარისხით ჰქონდათ კავშირი რუსულ მხარესთან, მაგრამ ჩვენ საკმაოდ კარგად გვესმის მათი შეხედულებებიც“.

გაურკვეველია, ახლავს თუ არა კუშნერი ვიტკოფს რუსეთში. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი სიძე შეიძლება სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად იმოგზაუროს.