აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჟენევაში სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებებისთვის ჩავიდნენ. ამის შესახებ Reuters აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა დღეს დილით რამდენიმე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
მთელი დღის განმავლობაში, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სხვადასხვა ფორმატში მოლაპარაკებები გაიმართება.
"ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო დეტალებზე შევთანხმდებით და უკრაინისთვის სასარგებლო შეთანხმებას მივაღწევთ. საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ იქნება ვიდრე ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს პირადად არ შეხვდებიან", - ციტირებს გამოცემა ამერიკელი ოფიციალური პირის სიტყვებს.
ამასთან, უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის დელეგაცია შვეიცარიაში უკვე ჩავიდნენ.
ჟენევაში შედგება აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე. გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიაში უკვე ჩავიდა აშშ-ის არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი, რომელსაც მედია ასახელებს, როგორც ამერიკის პრეზიდენტის ახალ სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში .




