რობერტ მიულერი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, შემდეგ კი სპეციალური პროკურორი იყო და აშშ-ის არჩევნებში რუსეთის გავლენას იძიებდა, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ ძლიერი ემოციები გამოიწვია, ხოლო პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა რეაქცია უპრეცედენტო იყო.
„ახლახან რობერტ მიულერი გარდაიცვალა. კარგია, მიხარია, რომ გარდაიცვალა. მას აღარ შეეძლება უდანაშაულო ადამიანებისთვის ზიანის მიყენება!“ - დაწერა პრეზიდენტმა truthsocial-ზე.




