აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალში ირანი თუ ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, მათ ეს გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდებათ. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მან შესაბამისი დირექტივა უკვე გასცა.

„ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ისინი ამისთვის ბევრად უფრო მეტ საფასურს გადაიხდიან! ეს დირექტივა გადაეცა ომის მდივანს, პიტ ჰეგსეთს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეს, დენიელ კეინს და სამხედრო სფეროს ყველა ლიდერს“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, კვირას ცნობილი გახდა, რომ ირანის მიერ იორდანიაში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმას ორი ამერიკელი ჯარისკაცი, 25 წლის ჰავაელი ტაილერ ჯეიმს ფიჰანი და 19 წლის ტეხასელი იზაბელა გონსალესი ემსხვერპლნენ. ჯარისკაცების გადმოსვენების პროცესს დაესწრება დონალდ ტრამპიც.