„ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია“, - თქვა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამოსვლისას, უკრაინის ომზე საუბრისას.

დონალდ ტრამპი დაესწრო მადლიერების დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ინდაურის შეწყალების ცერემონიას დაესწრო, რა დროსაც უკრაინაზე საუბრისას განაცხადა:

„ვფიქრობ, შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ... ვფიქრობ, პროგრესს მივაღწიეთ“.

 უფრო ადრე, Axios-მა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა, „შესაძლოა“ მადლიერების დღის დროს, ანუ 27 ნოემბერს, „სამშვიდობო შეთანხმების“ თაობაზე.