აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს უსახლკაროების ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონიდან შორეულ რაიონებში გადაყვანას და დამნაშავეების დაპატიმრებას. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
"უსახლკაროებმა ვაშინგტონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ჩვენ გამოვყოფთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს. კრიმინალებო,თქვენ წასვლა არ დაგჭირდებათ. ციხეში ჩაგსვამთ, სადაც თქვენი ადგილია," - წერს ტრამპი.
ტრამპი ორშაბათს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს და "ვაშინგტონში ძალადობრივი დანაშაულის დასრულებას" გამოაცხადებს.
ტრამპის პოსტში გამოქვეყნებულია კარვებისა და ნაგვით სავსე ვაშინგტონის ქუჩების ამსახველი ფოტოები.
"მე ჩვენს დედაქალაქს უფრო უსაფრთხოს და ლამაზს გავხდი, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - თქვა ტრამპმა.