რუსეთთან ერთად თუ მის გარეშე, თეირანი დაბლოკავს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის მხარდაჭერით შექმნილ ტრანზიტულ დერეფანს, –  ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ განაცხადა.

როგორც ველაიათიმ აღნიშნა, კორიდორი „გახდება დონალდ ტრამპის დაქირავებულების სასაფლაო და არა აშშ-ის პრეზიდენტის მარშრუტი“.

მისი თქმით, აღნიშნული დერეფანი „შეცვლის რეგიონის გეოპოლიტიკას, გადახაზავს საზღვრებს და გამოიწვევს სომხეთის დაშლას“.

„ირანი ამტკიცებს, რომ იმოქმედებს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად, რუსეთთან ერთად თუ მის გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთიც სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს“, – აღნიშნა ველაიათიმ.

თარგმანი: პირველი არხი