აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკას ტარიფების გაორმაგებით ემუქრება თუ ის ჩრდილოეთით, შტატებისკენ მიმავალ ათასზე მეტ მიგრანტს არ შეაჩერებს.
მისივე თქმით, მექსიკამ ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ტეხასის შტატში მიგრანტების ახალ ტალღასთან გასამკლავებლად მზად არიან.
„რესპუბლიკელების მიერ შუალედურ არჩევნებში მარცხის პროგნოზით, სადაც მე არ ვიყავი საარჩევნო ბიულეტენში, ჩვენს ქვეყანაში შეჭრა კვლავ ხდება. ადამიანების უზარმაზარი ქარავნები ყალიბდება და მექსიკაში უკანონო მსვლელობას იწყებს. ამ ქარავნებში ბევრი ადამიანია, რომლებიც სხვა ქვეყნებს არ სურთ – „გაგზავნეთ ისინი ამერიკაში“, – ამბობენ ისინი – მაგრამ მათ არ მიიღებენ! მექსიკამ ისინი ახლავე უნდა შეაჩეროს და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მექსიკის მიმართ ტარიფები დაუყოვნებლივ გაორმაგდება. მექსიკა, ტეხასის გუბერნატორი, ტეხასის ძალიან ლიბერალი ახალი გუბერნატორი, ჩვენი დიადი სასაზღვრო პატრული და ICE საკმარისად ინფორმირებულები არიან. არანაირი შეღავათი არ იქნება!”,- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
„როიტერი” წერს, რომ 10 ნოემბერს გვატემალას საზღვართან მდებარე ქალაქ ტაპაჩულადან, დაახლოებით 1500-მა ადამიანმა, ძირითადად ცენტრალური ამერიკიდან, გადაწყვიტა მექსიკის გადაკვეთით აშშ-ის მიმართულებით წასულიყო. გამოცემის ცნობით, მიგრანტები იმედოვნებენ, რომ დემოკრატების მიერ არჩევნებში გამარჯვება, შტატების საიმიგრაციო პოლიტიკას შეცვლის და მათ აშშ-ში ცხოვრების უფლებას მისცემენ.










