აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის განახლება ნაკლებად სავარაუდოა, თუ ბირთვულ პროგრამასა და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება.

„ეს დამოკიდებულია, ხელს მოაწერენ თუ არა შეთანხმებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდება. ისინი დამარცხებული არიან. წელს ინფლაცია 301%-ია. აუცილებლობის შემთხვევაში გავაკეთებდი, მაგრამ ისედაც ძლიერად დავარტყით“, – აღნიშნა ტრამპმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ძალები რეგიონში ადგილზე არიან და დარტყმისთვის მზად არიან.

მისივე თქმით, აშშ-მა ირანში განსაზღვრა ინფრასტრუქტურული სამიზნეებიც, მათ შორის ელექტროსადგურები და ხიდები.

„მზად ვართ. სამი ავიამზიდი გვყავს. ბოლო ახლახან ჩავიდა, სამივე სრულად შეიარაღებულია. 38 ხიდი გვაქვს სამიზნეში, რომელთა დანგრევაც ერთ საათში შეგვიძლია. ყველა ჩამოინგრევა. ამის გაკეთება არ მინდა, რადგან მათ აღსადგენად 10 წელი დასჭირდებათ. ხიდების დანგრევა არ მომწონს. ხიდის აშენება ყველაზე რთულია“, – განმარტავს აშშ-ის პრეზიდენტი.