აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ცეცხლის სრულად შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის, სავარაუდოდ, ძალიან მალე მოხდება.
„ძალიან მალე ჩვენ გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა რუსეთ-უკრაინის ომში“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ვიდრე ის ახლა საუბრობს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიის დაყოფის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„გვექნება კონტრაქტი და მის შესახებ ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს. კონტრაქტი ტერიტორიების დაყოფის პირობების შესახებ და ა.შ.“ – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ის მტკიცედ მიისწრაფვის ომის დასრულებისკენ, რათა შეწყდეს მკვლელობები და აშშ-მა დაზოგოს თანხა, რომელსაც უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გზავნის.
თარგმანი: პირველი არხი