აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას კატარის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანისთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ადასტურებენ თეთრ სახლში.

საუბრისას ნეთანიაჰუმ მწუხარება გამოთქვა კატარში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად კატარელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.

„ნეთანიაჰუმ ასევე სინანული გამოხატა ისრაელის მიერ კატარის სუვერენიტეტის დარღვევის გამო და დაადასტურა, რომ ისრაელი მომავალში მსგავს თავდასხმას აღარ განახორციელებს“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

საუბრისას კატარის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კატარის მზადყოფნას, გააგრძელოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შექმნიან მექანიზმს, რათა გააძლიერონ კოორდინაცია.

შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ლიდერებზე საჰაერო იერიში მიიტანა. იერიშების სამიზნე კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარეობდა. მომხდარს მოგვიანებით გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ამის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული თავდასხმის შესახებ.

თარგმანი: პირველი არხი