დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი „დიდი რვიანიდან“ რომ არ გაერიცხათ, ომი არ იქნებოდა.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გააკეთა. ტრამპის განცხადებით, რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გარიცხვა შეცდომა იყო. ტრამპის ამ განცხადებების შემცველი ვიდეორგოლი „რბკ-უკრაინამ“ გაავრცელა.

აშშ-ის პრეზიდენტის მოსაზრებით, რუსეთი „დიდ რვიანში“ რომ დარჩენილიყო, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. მან ასევე გაიმეორა, რომ ოთხი წლის წინ ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას არ დაიწყებდა.

ცნობისთვის, რუსეთს წევრობა „დიდ რვიანში“ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმი ანექსიის შემდეგ შეუჩერდა. 2017 წელს რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საბოლოოდ დატოვოს „დიდი რვიანი“.

2018 წელს ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთი ისევ მიიწვიონ „დიდ რვიანში“, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ არის ამით დაინტერესებული.

თარგმანი: პირველი არხი