აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში წერს, რომ USAID-სა და სხვა სააგენტოებში მილიარდობით დოლარი იყო მოპარული.

მისი თქმით, ამ თანხის დიდი ნაწილი გადაეცა მედიასაშუალებებს, რათა მათ "დემოკრატების" შესახებ პოზიტიური სტატიები შეექმნათ.

"როგორც ჩანს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში. ამ თანხის დიდი ნაწილი გადაეცა "ყალბ ნიუს" მედიას, როგორც "ანაზღაურება" „დემოკრატების“ შესახებ კარგი სტატიების შესაქმნელად", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს შესაძლოა იყოს ყველაზე დიდი სკანდალი ისტორიაში, რომელსაც "დემოკრატები" ვერ გაექცევიან.