ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში "ომის მოგვარების" ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, გარკვეული დათმობებისკენ წავიდეს. ამის შესახებ მან 26 თებერვალს, კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

კითხვაზე, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობაზე წასვლა უკრაინის ომის დასრულების კონტექსტში, ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ "მას მოუწევს" ამის გაკეთება.

მან არ დააკონკრეტა რა შეიძლება იყოს ეს დათმობები, მაგრამ თქვა, რომ თუ მას არ აირჩევნდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტად, უკრაინაში ომი "დიდი ხანი გაგრძელდებოდა."

"უკრაინელები კარგი მებრძოლები არიან, უნდა ვთქვა, მაგრამ აღჭურვილობის გარეშე, ჩვენი აღჭურვილობის გარეშე - ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნიკა - ჩვენი აღჭურვილობის გარეშე, ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება," - თქვა ტრამპმა.