აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ - ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვა ტრამპის განცხადებებს შეეხებოდა ღაზის სექტორთან დაკავშირებული გეგმების შესახებ - აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის ღაზაზე კონტროლის დამყარებას და იქ "ისეთი სივრცის შექმნას გეგმავს, რომლითაც მთელი ახლო აღმოსავლეთი იამაყებს".

დონალდ ტრამპის თქმით, პალესტინელებისთვის უკეთესი საცხოვრებლები აშენდება, ვიდრე მათ ღაზაში ჰქონდათ, თუმცა ის უფრო მოშორებით იქნება იქიდან, სადაც ახლა არიან - ტრამპს არ დაუზუსტებია, სად მოიაზრებს პალესტინელების განსახლებას.

"მათ გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი ექნებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის აშენების შესახებ ვსაუბრობ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.