აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "სამშვიდობო შეთანხმება" საბოლოო ან დასკვნით ეტაპზე იქნება.
"ბოლო კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების კუთხით... 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა, ორივე მხარის დამატებითი წინადადებების შეტანით დაიხვეწა და მხოლოდ რამდენიმე საკითხი დარჩა შესათანხმებელი", - წერს ტრამპი.
ტრამპის ცნობით, მან სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს დაავალა, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა "სამშვიდობო გეგმის" დასასრულებლად. აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი კი უკრაინელებს შეხვდება.
მან განაცხადა, რომ მზად არის ზელენსკისთან და პუტინთან შესახვედრად, თუმცა ამის პირობა დაასახელა.
"მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას მალე, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ეტაპზე იქნება", - აღნიშნა ტრამპმა.








