აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნარკოკარტელი, სახელად "მზეთა კარტელი" (Cartel De Los Soles), უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
აშშ-ს მთავრობის მიხედვით, კარტელი ვენესუელის მთავრობისა და არმიის მაღალჩინოსნების კორუფციულ, ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებულ ქსელს წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ნიკოლას მადუროა. ვენესუელის პრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ვაშინგტონის აზრით, ამ კრიმინალური ორგანიზაციის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ მადურო განაგებს.
ამავდროულად, აღნიშნული გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციას მადუროს ქონებაზე დამატებითი სანქციების დაწესების საშუალებას აძლევს.
პარალელლურად, აშშ რეგიონში სამხედრო ძალებს ზრდის. ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმდინარე "სამხრეთის შუბის ოპერაციის“ ფარგლებში, რეგიონში უკვე აშშ-ს ათეულობით სამხედრო ხომალდი და ათასობით ჯარისკაცია განლაგებული.
ოპერაციის მიმდინარეობისას, უკანასკნელ თვეებში, აშშ-ს სამხედროებმა ნარკოტიკების გადამტანი ნავების განადგურებისას, ნარკოტრეფიკინგში ეჭვმიტანილი რამდენიმე ათეული პირი მოკლეს.




