აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანაში გაემგზავრება, სადაც, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
ტრამპი "13-დან 16 მაისამდე გაემგზავრება საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში", - განაცხადა ლევიტმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ ხუთშაბათს, 24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი მიიღებს ნორვეგიის პრემიერ მინისტრს იონას გაჰრ სტოერს, რომელთანაც ის "განიხილავს სავაჭრო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს".
მედია მანამდე იუწყებოდა, რომ საუდის არაბეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი საგარეო ვიზიტს განახორციელებს.