შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასეთი განცხადება თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

დონალდ ტრამპის განცხადება მოჰყვა მაღალი ტარიფების გაუმართლებლობის და მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომში დეესკალაციის მოლოდინის შესახებ ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის მიერ გაკეტებულ კომენტარს.

ტრამპმა ათეულობით ქვეყნის საქონელზე დააწესა, ხოლო ჩინურ საქონელზე 145%-მდე გაზარდა საბაჟო ტარიფები. ეკონომიკის შენელების და ინფლაციის მატების მოლოდინმა ინვესტორების შეშფოთება, საფონდო ბირჟების ვარდნა და აშშ-ის სახელმწიფო ვალზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა გამოიწვია.

ტრამპის თქმით, ჩინეთთან სიტუაცია არამდგრადი არაა.

„ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ძალიან ბედნიერად და იდეალურ შემთხვევაში, ერად ვიმუშავებთ“, - თქვა მან დასძინა, რომ ჩინურ საქონელზე საბოლოო ტარიფები იქნება ამჟამინდელ 145%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლები.

„არ იქნება ასეთი მაღალი, არცთუ ისე მაღალი იქნება“, - თქვა ტრამპმა.