CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში აშშ-ის შესაძლო ჩართულობის შესახებ.

"მე მაქვს იდეები, თუ რა უნდა გავაკეთო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - მიყვარს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთი წამით ადრე, ვიდრე რამე მოხდება, რადგან ყველაფერი იცვლება. განსაკუთრებით ომის დროს, ყველაფერი იცვლება", - თქვა მან.

შეკითხვაზე, თუ რა მოხდება, თუ ირანში ხელისუფლება შეიცვლება, ტრამპმა უპასუხა: "მე მაქვს გეგმა ყოველი შემთხვევისთვის შემთხვევისთვის, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება".

"ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი",- თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ირანს უნდა დაედო ბირთვული შეთანხმება.