მადლობა იმ ქვეყნებს, რომლებიც დაგვეხმარნენ. ყველა ერთიანი იყო ღაზაში ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის სურვილში, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამასთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ტრამპის თქმით, მოუთმენლად ელოდება მძევლების გათავისუფლებას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქვეყნებს, რომლებიც დამეხმარნენ ამ ყველაფრის გაერთიანებაში. კატარი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, იორდანია და მრავალი სხვა. ამდენი ადამიანი ასე გულმოდგინედ იბრძოდა. ეს ძალიან დიდი დღეა. ვნახოთ რა გამოვა. ჩვენ საბოლოო სიტყვა უნდა ვთქვათ და დავაკონკრეტოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოუთმენლად ველოდები მძევლების სახლში დაბრუნებას მათ მშობლებთან. მინდა, გითხრათ, რომ ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა. შესაძლოა, მრავალმხრივ უპრეცედენტოც. მადლობა ყველა თქვენგანს და იმ ქვეყნებს, ვინც დაგვეხმარა. უზარმაზარი დახმარება გაგვიწიეს. ყველა ერთიანი იყო ამ ომის დასრულებისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის სურვილში, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამასთან. მადლობა ყველას და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით“, – აცხადებს ტრამპი.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.