აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით ორი გზა არსებობს, ან „უბრალოდ დაკვირვება“, რომლის დროსაც თეირანი ეკონომიკურ კრახს განიცდის, ან ირანისთვის „ძალიან, ძალიან ძლიერი დარტყმის“ მიყენება.
მისი თქმით, ირანელები „ცბიერი მოსაუბრეები“ არიან.
„ისინი ეკონომიკურად საშინელ მდგომარეობაში არიან. ჩვენ ვაკონტროლებთ მათ ფულს – იმას, რაც მათ ჰქონდათ. ეს ძალიან დიდი თანხაა. მათ ბევრი რამ ჰქონდათ და ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ მას. მე ვარ მათი ბანკირი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა უარყო ინფორმაცია საბრძოლო მასალის შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აშშ საბრძოლო მასალას სწრაფი ტემპით აწარმოებს.
„საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, თუმცა, თუ რაოდენობა შემცირებულია და ჩვენ მას გიჟურად ტემპით ვაწარმოებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ მან (ბაიდენმა) უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა“, – განაცხადა ტრამპმა.














