აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა აშშ-ის მოქალაქე, ყოფილი საზღვაო ქვეითი რობერტ გილმანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
გილმანი რუსეთში 2022 წელს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დააპატიმრეს.
„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, რუსეთი დათანხმდა მის გათავისუფლებას, ჰუმანიტარული საფუძვლით. ჩვენ ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას და ფაქტს, რომ რუსეთმა სანაცვლოდ არავინ მოითხოვა. გაცვლა არ განხორციელებულა. რობერტი დღეს საღამოს დაეშვება ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ვაშინგტონში, სადაც ჩემი წარმომადგენლები, რომელთაგან ზოგიერთი მასთან ერთად იმყოფება თვითმფრინავში, დახვდებიან! მე ახლახან ვესაუბრე მას და ერთი თხოვნა ჰქონდა – ერთი შესანიშნავი ჩიზბურგერი, როცა დაეშვება.ამაზე თავად ვიზრუნებ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტი საზღვარგარეთ დაკავებული ამერიკელების სამშობლოში დაბრუნებაა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგებს მიაღწიეს.











