დონალდ ტრამპის განცხადების თანახმად, ჩინეთი აშშ-სთან კოორდინაციაში უკრაინაში ომის შეჩერების საკითხზე იმუშავებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში გამართულ შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან "ძალიან სერიოზულად" განიხილა რუსეთის ომი უკრაინაში.

ტრამპის თქმით, მათ არ უსაუბრიათ იმაზე, რომ ჩინეთი რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. აშშ-ს პრეზიდენტმა გასულ კვირას სანქციები დაუწესა რუსეთის ორ მსხვილ ნავთობკომპანიას, რის შედეგადაც ჩინური და ინდური კომპანიების ნაწილმა ზოგიერთი შეკვეთა შეაჩერეს ან გააუქმეს.