დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას დადებს და ეს "ორივესთვის კარგი შეთანხმება იქნება".

ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა. მისივე თქმით, ეს უკეთესია, ვიდრე ჩხუბი და "ყველანაირ პრობლემასთან შეჭიდება".

"სამყარო გვიყურებს და ვფიქრობ, გვექნება რაღაც, რაც ყველასთვის ამაღელვებელი იქნება", - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ხუთშაბათს შეხვდება, სადაც ისინი სავაჭრო საკითხებზე იმსჯელებენ.