უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს Patriot-ის სარაკეტო კომპლექსების დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მოუწოდებს. „მოგვეცით ეს წყეული Patriot-ები“, - ამბობს დმიტრო კულება Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრი განმარტავს, რომ უკრაინას შეუძლია დაიცვას მოსახლეობა და ქვეყნის ეკონომიკა განადგურებისგან, იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი რაოდენობის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ექნება. მინისტრის თქმით, დასავლეთიდან დაგვიანებული სამხედრო დახმარების გამო, უკრაინელ სამხედროებს ფრონტის ხაზზე პოზიციების დათმობა და თავდაცვითი ბრძოლა უწევთ.