მოვუწოდებ გერმანიის მთავრობას, არ გაიმეოროს მერკელის მიერ 2008 წელს დაშვებული შეცდომები"- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ  გერმანიას მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ბლოკირება. '

ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. მისი თქმით, ნატო-ს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა,  მხარს უჭერს უკრაინის ნაადრევად შესვლას ალიანსში.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებულ დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ გერმანია ვილნიუსის სამიტზე არ დათანხმდებოდა უკრაინის ნატო-ში ნაადრევად გაწევრიანებას.

2008 წელს ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე გერმანია და საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინისა და საქართველოს ალიანსის წევრობას და სამოქმედო გეგმის მინიჭებას.