უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება ომის დასრულებასთან დაკავშირებით ყველა დეტალის განსახილველად. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ზელენსკის თქმით, უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ.
„უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მაქსიმალური ძალისხმევით იმუშაოს მშვიდობის მისაღწევად. პრეზიდენტმა ტრამპმა ინფორმაცია მომაწოდა რუსეთის ლიდერთან შეხვედრისა და მათი მოლაპარაკებების ძირითადი საკითხების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერეს გავლენა ჰქონდეს სიტუაციის განვითარებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ ძირითადი საკითხების განხილვა შესაძლებელია ლიდერების დონეზე და ამისთვის სამმხრივი ფორმატი შესაფერისია. ორშაბათს მე შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. მადლობელი ვარ მიწვევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ჩართულნი იყვნენ ყველა ეტაპზე, რათა ამერიკასთან ერთად უზრუნველყონ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. ჩვენ ასევე განვიხილეთ ამერიკული მხარის დადებითი სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ყველა პარტნიორთან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
We had a long and substantive conversation with @POTUS. We started with one-on-one talks before inviting European leaders to join us. This call lasted for more than an hour and a half, including about an hour of our bilateral conversation with President Trump.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 16, 2025
Ukraine reaffirms… pic.twitter.com/64IPVhtFaB