კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროპა მხარს არ უჭერს რუსეთისა და აშშ-ის მცდელობებს, უკრაინაში კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.

"ევროპამ დაიწყო საკუთარი თავის მილიტარიზაცია და ომის პარტიად გადაიქცა", – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში სამიტზე იკრიბებიან.