უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი ბრძოლის ველზე ვითარებას პრინციპულად ვერ შეცვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აუმჯობესებენ თავიანთ პოზიციებს და ზოგადი დინამიკა ახლა ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია.
„პრინციპულად ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე… რა თქმა უნდა, გამოყოფილი ფული და ის შეიარაღება, რომლის მიწოდება მოხდება ამ ფულით, არ გამოიწვევს ამ დინამიკის ცვლილებას, ეს გამოიწვევს ახალ მსხვერპლს უკრაინელებს შორის, დაიღუპება მეტი უკრაინელი. უკრაინას დიდი დანაკარგი ექნება“, – განაცხადა პესკოვმა.