დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ომის მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ, კრემლის პრესსპიკერმა გაზეთ "Аргументы и факты"-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

"ჩვენ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში. დიახ, ეს იწყებოდა, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ მას შემდეგ რაც წარმოიქმნა კამპანია, როდესაც კოლექტიური დასავლეთი ამ პროცესის მონაწილე გახდა, ჩვენთვის ეს უკვე ომში გადაიზარდა. მე ამაში დარწმუნებული ვარ",- განაცხადა პესკოვმა. 

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი მაქსიმალურად ეცდება ისე იმოქმედოს, რომ უკრაინის სამხედრო პოტენციალი არ დაემუქროს მოსახლეობას.  

პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ვერ შეეგუება მის საზღვრებთან ისეთი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც ესწრაფვის ყირიმისა და კიდევ ოთხ უკრაინულ რეგიონზე კონტროლის დაბრუნებას.