დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულმა პრემიერ–მინისტრმა, კირ სტარმერმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნისას სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ უკრაინელები ევროპის ხალხების უსაფრთხოებისთვისაც იბრძვიან. ღონისძიებაზე დასასწრებად ბრიტანეთში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის გვერდით იდგება მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

"ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას, უკრაინა ყოველ დღე არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ ევროპელი ხალხის დასაცავადაც იბრძვის. კონტინენტზე, სადაც, თავისუფლებაში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში ჩვენი რწმენა რთულად მოვიპოვეთ და ახლა სურს, რომ მშვიდობით იარსებოს. ამიტომ, პრეზიდენტო ზელენსკი, ამ ღირებულებების დაცვაში თქვენს ბრძოლას კიდევ ერთხელ მივესალმები და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენს გვერდით იქამდე ვიდგებით, სანამ ეს საჭირო იქნება",– თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.