ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ბუკინგემის სასახლე დამატებითი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მეფემ მკურნალობა უკვე დაიწყო.

როგორც ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, მეფემ ყველა საჯარო ღონისძიება გადადო.

მანამდე ჩარლზ მესამე პროსტატის ადენომის სამკურნალოდ საავადმყოფოში იანვრის თვეში გადაიყვანეს.