დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II თანახმაა, ჩვეულებრივ გზებზე ავტომობილი არ მართოს, -ინფორმაციას გამოცემა Sunday Times-ი ავრცელებს.
ამიერიდან, საჭეს მისი მძღოლი მართავს. 92 წლის ელისაბედ II ერთადერთი ადამიანია დიდ ბრიტანეთში, რომელსაც მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილება შეუძლია. როგორც მედია წერს, დედოფლის გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ ინციდენტმა მოახდინა, რომელიც 97 წლის მეუღლეს- ედინბურგის ჰერცოგ ფილიპეს შეემთხვა. იანვარში, ის ავარიაში მოჰყვა, თუმცა თავად არ დაშავებულა. პოლიციის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ, ის დათანხმდა, რომ ნებაყოფლობით მძღოლისთვის ლიცენზია მიეცა. როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, ერთხელ ელისაბედ II-მ საჭესთან თავისი მანევრირებით საუდის არაბეთის პრინცი აბდულა შოკში ჩააგდო, რომლის ქვეყანაშიც მაშინ ქალებს ავტომობილის ტარება საერთოდ ეკრძალებოდათ. მედიის ცნობით, პრინცი ძალიან შეშინებული იყო და მუდმივად სთხოვა ელისაბედ II- ს, რომ ავტომობილი ნელა და ყურადღებით ეტარებინა.