დიდ ბრიტანეთში Moderna-ს პრეპარატით ვაქცინაცია დაიწყო

1617804021
7 აპრილს დიდი ბრიტანეთი დაიწყებს მოქალაქეთა ვაქცინაციას კორონავირუსის პრეპარატით, რომელიც დამზადებულია ამერიკული Moderna-ს მიერ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
"მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ Moderna-ს ვაქცინის დანერგვა დასავლეთ უელსში", - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის მეტ ჰენკოკი.
ჰენკოკმა ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების 60%-მა უკვე მიიღო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა. დღეისათვის 5,4 მილიონი ადამიანი აცრილია მეორე დოზით. ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარეობს ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის BioNTech-ის, ასევე AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პრეპარატებით.