დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა.
BBC–ს ცნობით, კამერონი ისრაელის სამხრეთით მდებარე კიბუც ბეერში ჩავიდა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ხოცვა–ჟლეტა მოაწყო.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება.
მანამდე კამერონმა არაბული და ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებთან ლონდონში განიხილა ისრაელ -„ჰამასის“ კონფლიქტი.