მალტაში, წყალბურთში მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, B დივიზიონის გუნდები ორი საგზურის მოპოვების პარალელურად ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის A დივიზიონის ერთადერთ საგზურს ეცილებოდნენ.
ნახევარფინალში გერმანიასთან მოპოვებული გამარჯვების შედეგად ფინალში გასვლის და მსოფლიო თასის საგზურის მოპოვების შემდეგ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა A დივიზიონში გადასასვლელი მატჩი მონტეგროსთან გამართა.
შეხვედრა მოიგეს და A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს ბალკანელმა წყალბურთელებმა
მონტენეგრო - საქართველო 19:16 (4:6, 6:2, 4:3, 6:2)
1. მონტენეგრო
2. საქართველო
3. გერმანია
4. საფრანგეთი
5. ავსტრალია
6. რუმინეთი
7. ნეიტრალური დროშით მოასპარეზე გუნდი (რუსეთი)8. უკრაინა
9. კანადა
10. მალტა
11. ბრაზილია
12. სლოვაკეთი
13. არგენტინა
14. თურქეთი
15. ჩინეთი
16. პორტუგალია
17. ყაზახეთი
18. სინგაპური
19. სლოვენია
20. პოლონეთი




