უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიგალმა უკრაინაში შეხვედრა გამართა ნატო-ს დელეგაციასთან, რომელსაც ალიანსში აშშ-ის წარმომადგენელი მეთიუ უიტეკერი ხელმძღვანელობდა. მისთვის ეს უკრაინაში პირველი ვიზიტია.

დენის შმიგალის თქმით, ნატო-ს დელეგაციასთან ერთად განიხილა „უკრაინის ცის დაცვა მტრის უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტებისგან“, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

„პარტნიორების ყურადღება გავამახვილეთ საჰაერო თავდაცვის პრიორიტეტებსა და რამდენიმე დონიანი დაცვის სისტემის შექმნის აუცილებლობა: საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ჩამჭრელი დრონები და რადარები“, – წერს შმიგალი სოციალურ ქსელში.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნატო-ში უკრაინის პარტნიორი ქვეყნების ელჩებს ომის დაწყებიდან გაწეული მხარდაჭერისთვის და კიევისთვის ამერიკული იარაღის დაფინანსების პროგრამაში აქტიური მონაწილეობისთვის.

თარგმანი: პირველი არხი