უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ნორვეგიამ ხელი მოაწერა 86.4 მილიონი ევროს ოდენობის ახალ შენატანს უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში. ამის შესახებ შმიგალი Х-ზე წერს.

შმიგალის თქმით, ნორვეგიის ფონდში მთლიანი შენატანი ამჟამად 163.6 მილიონ ევროს შეადგენს.

"ეს თანხები ხელს შეუწყობს რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტების აღდგენას და უკრაინას მკაცრი ზამთრის განმავლობაში დაეხმარება", - აღნიშნა მან.

მინისტრის განცხადებით, საერთო ჯამში, ფონდმა 36 დონორისგან 1.7 მილიარდ ევროზე მეტი მობილიზება მოახდინა და უზრუნველყო კრიტიკული აღჭურვილობით მომარაგება მთელი უკრაინის მასშტაბით.