უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის, დენის შმიგალის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. იგეგმება შმიგალის ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნა.
შმიგალის გათავისუფლებას 265-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
9 იანვარს რადამ მიიღო თავდაცვის მინისტრის, დენის შმიგალისა და უკრაინის პირველი ვიცეპრემიერმინისტრისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადება. 3 იანვარს შმიგალი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ზელენსკის მოლოდინით, რადა შმიგალს ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე დაამტკიცებს.
შმიგალი თავდაცვის მინისტრად 2025 წლის ივლისში დანიშნეს.
უკრაინაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები კორუფციული სკანდალის შემდეგ დაიწყო. ამ სკანდალის ფარგლებში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ენერგეტიკის მინისტრიც, რომლის პოზიციაზე ახლა შმიგალის დანიშვნა იგეგმება.




