აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ განიხილავს აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.
შმიგალის თქმით, უკრაინის მთავრობა შეთანხმების 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განიხილავს.
"ჩვენ არ განვიხილავთ რაიმე შეთანხმებების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე… ეს შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს. არც უკრაინის პრეზიდენტი, არც უკრაინის მთავრობა არ განიხილავენ ამ შეთანხმებას და მის ხელმოწერას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან მოწყვეტილად", - განაცხადა შმიგალმა.




