ამის შესახებ ინფორმაციას შვედური პრესა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, შვედეთში, დათვზე ნადირობის დაწყების პირველ დღეს 123 დათვი მოკლეს.
ლიცენზირებული ნადირობა გუშინ დაიწყო და დასრულდება მას შემდეგ, რაც 649 დათვის მოკლავენ. კვოტის ვერათვისების შემთხვევაშიც კი ნადირობა შეწყდება არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. ნადირობა შესაძლებელია მზის ამოსვლამდე ერთი საათით ადრე მზის ჩასვლამდე ორი საათით ადრე დროის განმავლობაში. წელს პირველად არის ნებადართულია ძაღლებთან, მათ შორის მწევრებთან ერთად ნადირობა, რაც, როგორც ვარაუდობენ, ნადირობას უფრო სწრაფსა და ეფექტურს ხდის.
შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს თანახმად, ქვეყანაში დათვების რაოდენობის შესახებ ბოლო მონაცემები 2017 წლისაა, რა დროსაც დათვების რაოდენობა შეადგენდა 2900 ინდივიდს.
შვედური პრესა აღნიშნავს, რომ გუშინ ერთ-ერთ რაიონში ნადირობის სეზონი დაწყებისთანავე დასრულდა, რადგან მონადირეებმა სრულად აითვისეს კვოტა.
შვედეთში მიიჩნევენ, რომ დათვზე ნადირობით მოგებული რჩებიან ლოსები (განსაკუთრებით კი მათი ახალგაზრდა ნაშიერები), გარეული ფუტკრები და ბაზები (მწერები ფუტკრისებთა ოჯახიდან).