22 თებერვალს, დანიის მთავრობამ გამოაცხადა უკრაინისთვის 1,7 მილიარდი კრონის (247,4 მილიონი დოლარი) სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს Reuters.

ამ პაკეტის ჩათვლის, დანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ჯამური მოცულობა იქნება 33,3 მილიარდი კრონი (4,8 მილიარდი აშშ დოლარი).

ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა მოკავშირეებს, გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც ებრძვის რუსეთის აგრესიას.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თუ მას (უკრაინას) ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა სურს, დიდი მოცულობები ახლავე უნდა გაიგზავნოს. სწორედ ამ კონტექსტში ვაგრძელებთ დანიის შემდგომ წვლილს იმ იმედით, რომ უფრო მეტი ქვეყანა გააკეთებს იმავეს არა 6 ან 12 თვეში, არამედ ახლა, როცა საჭიროება ძალიან, ძალიან დიდია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ფრედერიკსენმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში.

დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მაქსიმალურად მუშაობს, რათა უკრაინამ პირველი F-16–ები ზაფხულში მიიღოს.