დანია უკრაინას 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.
როგორც იუწყებიან, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, პაკეტი მოიცავს ტანკებს, დრონებს, საბრძოლო მასალას, ასევე F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს.
„ახლა არ არის დრო, დავიღალოთ ომით, რომელშიც მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები ყოველ დღე იბრძვიან... ეჭვგარეშეა, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - ციტირებს ფრედერიკსენს dpa.
ზელენსკიმ სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის კომენტირებისას მადლობა გადაუხადა დანიას სამხედრო დახმარებისთვის, ასევე ნიკოლაევის აღდგენის, უკრაინის მხარდაჭერის ფონდის შექმნისა და საავიაციო კოალიციის ხელმძღვანელობის მხარდაჭერისთვის.
„გრძელვადიანი მხარდაჭერა, ერთიანობა და ძალა უკრაინაში რუსული აგრესიის დამარცხების ძირითადი ფაქტორებია. მადლობელი ვარ დანიის, რომ იზიარებს ამ საერთო მიზნებს და მუშაობს ჩვენთან სამართლიანი სამყაროს მისაღწევად“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.
ნოემბერში დანიის მთავრობა და პარლამენტის რამდენიმე პოლიტიკური პარტია შეთანხმდნენ, რომ გაეზარდათ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა სპეციალურ ფონდში 2023 წელს 308 მილიონი ევროთი და 2025–2017 წლებში 3,15 მილიარდი ევროთი.