CNN: ჩიტები ერთსა და იმავე სიმღერას არ მღერიან, მათ თავიანთი დიალექტი აქვთ

1592130822
ლორა მოლი იმდენად ჰარმონიულად გრძნობს თავს ფრინველებთან, რომ მას შეუძლია მხოლოდ მათი სიმღერის მოსმენით გითხრათ, რომელი სახეობა საიდან არის. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მართალია, იგი არ არის ნამდვილი სამყაროს ექიმი დულიტლი, თუმცა იგი არის ახალი ზელანდიის Christchurch-ის ეკოლოგისტი, რომელიც სპეციალიზირებულია მეცნიერების ნაკლებად ცნობილ სფეროში: ფრინველთა დიალექტებში.
სანამ ზოგი ფრინველი იბადება და ისწავლის, თუ როგორ უნდა იგალობოს, ბერმა ეს დიდებისგან უნდა ისწავლოს - ისევე როგორც ადამიანები. ამ ფრინველებს შეუძლიათ შეიმუშაონ რეგიონალური დიალექტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სიმღერები ოდნავ განსხვავდება, იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ. წარმოიდგინეთ ბოსტონისა და ჯორჯიის აქცენტები, ოღონდ ფრინველებისთვის.
ისევე, როგორც ადგილობრივ ენაზე ლაპარაკი ეხმარება ადამიანს, მოერგოს ცხოვრებას, ანალოგიურად, ფრინველებისთვის ადგილობრივ დიალექტზე გალობა ზრდის ფრინველის შანსებს, იპოვნოს მეწყვილე. უფრო მეტიც, ისევე, როგორც ადამიანის დიალექტები ზოგჯერ შეიძლება გაქრეს, როგორც სამყარო გლობალიზდება, ფრინველების დიალექტებმაც შესაძლოა მოახდინოს ფორმირება, ან დაიკარგოს, როგორც ქალაქები იზრდება.
ადამიანურ ენასა და ფრინველთა სიმღერას შორის მსგავსება დაკარგული არ არის - ამბობ ფრინველების დიალექტების სპეციალისტი.
"მშვენიერი პარალელები არსებობს. ყველა ერთმანეთს ჰგავს" - თქვა ამერიკელმა ორნიტოლოგმა, "Birdsong for curious Naturalist"-ის ავტორმა დონალდ კრუდსმა.
საუკუნეების განმავლობაში ფრინველების სიმღერა შთააგონა პოეტებსა და მუსიკოსებს, მაგრამ 1950-იან წლებიდან მეცნიერებმა ნამდვილად დაიწყეს ფრინველების დიალექტებზე მუშაობა.
სფეროს ერთ-ერთი პიონერი იყო ბრიტანელი ბიჰევიორისტი სახელად პიტერ მარლერი, რომელიც ამ თემით დაინტერესდა, როდესაც დაინახა, რომ გაერთიანებულ სამეფოში სკვინჩებს განსხვავებული ჟღერადობა ჰდონდათ.
თავდაპირველად, მან როკფელერის უნივერსიტეტის პუბლიკაციაში აღწერა ფრინველების ჟღერადობები. მოგვიანებით, მან გამოიყენა სონაგრამა, რომელსაც კროდსმა "მუსიკალური ქულა ფრინველებისთვის" უწოდა.
60-70-იან წლებში მეცნიერებმა ფრინველების ბარტყები იზოლაციაში მოაქციეს, რათა ენახათ, აღნიშნული გარემოებების პირობებში შეძლებდნენ თუ არა გალობას. შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ფრინველებმა, რომლებიც სიიმღერას დიდებისგან სწავლობენ, საერთოდ ვერ იმღერეს, ხოლო იმ ფრინველებში, რომლებსაც სიმღერა თანდაყოლილი აქვთ, როდესაც დრო დადგა, ისინი იდეალურად მღეროდნენ.
იმისთვის, რაც ხშირად კოპირების შედეგია, დიალექტები შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს.
მოლისის თანახმად, ფრინველები კომუნიკაცია ორი მიზეზის გამო ამყარებენ: მეზობლის გასაგდებად, ან მეწყვილის მოსაზიდად. "სამწუხაროდ, ამაში პოეტური არაფერია." - ამბობს იგი.
რაც შეეხება ტერიტორიის დაცვას იმავე სახეობის სხვა ფრინველებისგან, რომლებიც არ არიან ადგილობრივი მხარის ბინადარი, ადგილობრივი დიალექტის ცოდნა უფრო რთული ურთიერთქმედების საშუალებას იძლევა.