აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ოთხშაბათს, დემოკრატი გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ მას სჭირდება მეტი ძილი და 20:00 საათის შემდეგ, შეხვედრებს ვეღარ დაგეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ შეხვედრის მონაწილე პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილე პირების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან უნდა შეამციროს სამუშაო საათები, მათ შორის, თავი აარიდოს 20:00 საათის შემდეგ აქტივობებს, რადგან მეტი ძილი სჭირდება.