სოციალურ ქსელებში გავრცელებული აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთვალთვალებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ უკრაინის ოფიციალური პირები ღრმად იმედგაცრუებული არიან დოკუმენტების გასაჯაროების გამო.
CNN წერს, რომ დოკუმენტების გავრცელების გამო უკრაინამ უკვე შეცვალა თავისი სამხედრო გეგმები.
დოკუმენტების თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის როსტოვის ოლქში რუსული განლაგების ადგილების უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბვის ინიციატივა წარადგინა, ვინაიდან უკრაინას არ გააჩნია შორი დისტანციის იარაღი, რომელსაც შეუძლია, როსტოვამდე მიაღწიოს.
CNN-ის ცნობით, ეს ხსნის აშშ-ის საჯარო კომენტარებს იმის თაობაზე, რომ არ სურს, უკრაინას შორი დისტანციის სარაკეტო სისტემები მიაწოდოს, რადგან შიშობს, რომ კიევი მათ გამოიყენებს რუსეთის შიგნით დარტყმისთვის.