სოციალურ ქსელებში ვრცელდება პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც უკრაინას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს ეხება. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, პენტაგონი შეშფოთებულია ბოლო დღეებში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის უკვე მეორე შემთხვევის გამო.
ანალიტიკოსების ცნობით, ღია წვდომაში 100-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი აღმოჩნდა.
ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანმა ინფორმაციის გაჟონვას „ხუთი თვალის” ალიანსისთვის (AUKUS - დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა) საშინელება უწოდა.
7 აპრილს პენტაგონში განაცხადეს, რომ უწყება უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს.